Читать книгу «Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი» онлайн полностью📖 — Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე — MyBook.
image
cover

Ⴇანამედროვე Ⴂერმანია
Ⴊექსიკონი

Ⴀვტორ-შემდგენელი Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე

ISBN 978-5-4490-1561-7

Создано в интеллектуальной издательской системе Ridero




Ⴜინასიტყვაობა

Ⴜინამდებარე ლექსიკონი «Ⴇანამედროვე Ⴂერმანია» მოიცავს 2730 ტერმინს, რომლებიც ასახავენ ომისშემდგომი Ⴂერმანიის ცხოვრებას. Ⴂერმანული ტერმინები განმარტებულია ქართულ ენაზე. Ⴑტატიების თემატიკა მრავალფეროვანია: გეოგრაფია, ისტორია, ხელოვნება, კულტურა, პოლიტიკური ცხოვრება, სახალხო და რელიგიური დღესასწაულები, გერმანული სამზარეულოს კერძები და ა. შ. Ⴊექსიკონის დანართში მოცემულია საინტერესო და სასარგებლო ცნობები Ⴂერმანიაზე: ქვეყნის ომისშემდგომი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღები, მანძილი ქალაქებს შორის, დიდი ქალაქების მოსახლეობის რაოდენობა, ცნობები ფედერალურ მხარეებზე და მრავალი სხვა. Ⴜიგნის ბოლოში მოცემულია ტერმინების ანბანური მაჩვენებელი, ილუსტრაციების და გამოყენებული ლიტერატურის ნუსხები.

Ⴜიგნი გამართულია მთავრული ასოებით, რომლებითაც იწყება წერტილის შემდეგ ახალი წინადადება და აგრეთვე პირადი და საკუთარი სახელები. Ⴄს წესი მოქმედებს სხვა ევროპულ დამწერლობებში და მე—19 საუკუნის მეორე ნახევრამდე ფართოდ იყო ხმარებაში ქართულშიც  .

Ⴊექსიკონი

A

Aachen (Ⴀახენი) – ქალაქი Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ—Ⴅესტფალიის მხარეში; ადმინისტრაციული ოლქის ცენტრი; ბალნეოლოგიური კურორტი, სატრანსპორტო კვანძი, 243 ათასი მაცხოვრებელი; განვითარებულია ლითონდამამუშავებელი, ქიმიური და მსუბუქი მრეწველობა; შემორჩენილია Ⴉარლოს Ⴃიდის რეზიდენციის ნარჩენები სასახლის კაპელით (786—798 წწ.); ქალაქში ტარდებოდა Ⴂერმანიის იმპერატორების გვირგვინის დადგმა (936—1531 წწ.), მე—19—20 სს. კი ტარდებოდა საერთაშორისო კონფერენციები; ქალაქში არის Ⴎრესის საერთაშორისო მუზეუმი (Internationales Zeitungsmuseum), Ⴉომპიუტერების მუზეუმი (Computer- museum).

Aachener Printe (Ⴀახენის თაფლის პური) – საშობაო ხორაგი: მოგრძო ფორმის თაფლის პური, უხვად შეკაზმული სუნელით.

Aalen VfR («Ⴀალენ ႴႰ») – Ⴂერმანიის ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგა «Ⴑამხრეთის» საფეხბურთო კლუბი.

ABC-Abwehrtruppe (ქიმიური თავდაცვის ნაწილები) – Ⴁუნდესვერის Ⴑახმელეთო Ⴟარების ნაწილები.

Abc-Schutze – პირველკლასელი.

Abendgymnasium (საღამოს გიმნაზია) – სოზაგადსაგანმანათლებლო სკოლა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას სამი—ექვსი წლის განმავლობაში საგიმნაზიო კურსის გამოცდების ჩაბარებას და უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის უფლების მოპოვებას.



Abendschule – საღამოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა მომუშავეთათვის.

Abgeordnetenhaus, Abgeordnetenkammer (დეპუტატების პალატა) – Ⴁერლინის პარლამენტის სახელწოდება; ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას; ირჩევენ ოთხი წლით.

Abitur – გამოსაშვები გამოცდები საშუალო სკოლაში, რომლის წარმატებული ჩაბარება იძლევა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლებას.

Abteiberg (Ⴀბტაჲბერგი) – სახვითი ხელოვნების მუზეუმი ქ. Ⴋჲონხენგლადბახში (Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ—Ⴅესტფალიის მხარე); შეიცავს ავანგარდის მდიდარ კოლექციას.

Ackerbürger (მოქალაქე-მიწათმოქმედი) – პატარა ქალაქში მიწათმოქმედებით დასაქმებული მოქალაქე.

ADAC («ႠႣეႠႺე») – Ⴑრულიადგერმანული საავტომობილო კლუბი.

ADAC-Motorwelt («ႠႣეႠႺე Ⴋოტორველტ») – Ⴑრულიადგერმანული საავტომობილო კლუბის ჟურნალი.

Adam Opel AG («Ⴀდამ Ⴍპელ ႠႢ») – 1862 წ. Ⴀ. Ⴍპელის მიერ ქ. Ⴐჲუსელჰაჲმში დაარსებული საკერი მანქანების და ველოსიპედების წარმოების ფირმა; 1899 წლიდან – საავტომობილო კონცერნი; 1929 წლიდან ეკუთვნის ამერიკულ კორპორაცია «Ⴟენერალ მოტორსს».

Adenauer Konrad (Ⴀდენაუერი Ⴉონრად, 1876—1967 წწ.) – Ⴂერმანიის ფედერალური კანცლერი 1949—1963 წწ.; 1946—1966 წწ. – ႵႣႩ თავჯდომარე; მის სახელთანაა დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიური აღორძინება Ⴋეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

Adenauer-Ära («Ⴀდენაუერის ერა») – Ⴂერმანიის ისტორიის პერიოდი (1949—1963 წწ.), როდესაც მთავრობის სათავეში იდგა Ⴉონრად Ⴀდენაუერი.

Adidas AG («ႠႣႨႣႠႱ ႠႢ») (ფირმის დამაარსებელის სახელიდან Adi Dassler) – 1920 წ. დაარსებული სამრეწველო კომპანია, რომელიც უშვებს სპორტულ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ინვენტარს; აქვს 8 საწარმო Ⴂერმანიაში და 25 ფირმა მსოფლიოს სხვადავხსა ქვეყანაში.

Adler («Ⴀდლერ») – საბეჭდი მანქანის მარკა, რომელიც გამოდიოდა ქ. Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში.

Adler-Werke («Ⴀდლერ-ვერკე») – საბეჭდი მანქანების ქარხანა, დაარსებული 1880 წ. ქ. Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში; 90—ან წლებში შეუერთდა ფირმა Triumph—ს.



Admiral (ადმირალი) – უმაღლესი წოდება Ⴁუნდესვერის Ⴑაზღვაო Ⴛალებში.

Admiralapotheker (ადმირალ—ფარმაცეფტი) – ადმირალის წოდება Ⴁუნდესვერის Ⴑამედიცინო—სანიტარულ Ⴑამსახურში; შეესაბამება ფლოტილიის ადმირალის წოდებას.

Admiralarzt (ადმირალ—ექიმი) – ადმირალის წოდება Ⴁუნდესვერის Ⴑამედიცინო—სანიტარულ Ⴑამსახურში; შეესაბამება ფლოტილიის ადმირალის წოდებას.

Admiraloberstabsarzt (ადმირალ—უფროსი შტაბს—ექიმი) – ადმირალის წოდება Ⴁუნდესვერის Ⴑამედიცინო—სანიტარულ Ⴑამსახურში; შეესაბამება ვიცე—ადმირალის წოდებას.

Admiralstabsarzt (ადმირალ—შტაბს—ექიმი) – ადმირალის წოდება Ⴁუნდესვერის Ⴑამედიცინო—სანიტარულ Ⴑამსახურში; შეესაბამება კონტრ—ადმირალის წოდებას.

ADN (სააგენტო ႠႣႬ) – იხ. Allgemeiner Deutscher Nachrichtendienst.

Advent (ადვენტი) – საშობაო დღესასწაულის წინა დრო, რომელიც იწყება 26 ნოემბრის შემდეგ პირველ კვირას და გრძელდება 4 კვირა Ⴘობამდე; დღესასწაულის მოახლოვებისას ადვენტის ყოველი შემდეგი კვირის მნიშვნელობა და ფასეულობა იზრდება.

Adventkranz (წინასაშობაო გვირგვინი) – გვირგვინი ნაძვის ხის ტოტებისგან ოთხი სანთლით, რომელსაც დგავენ მაგიდაზე ან ჰკიდებენ სახლის შესასვლელს ზემოთ.

Adventskalender – წინასაშობაო საბავშვო კალენდარი, რომელზედაც ყოველ დღე, დაწყებული 1 დეკემბრიდან, იხსნება თითო სარკმელი; ღია სარკმელში ბავშვი ხედავს საჩუქარს, რომლის მიღებაც მას სურს.

AEG (ႠႤႢ) – იხ. Allgemeine Elektricitäts-Gesellschaft.

AEG-Telefunken («ႠႤႢ—Ⴒელეფუნკენი») – იხ. Allgemeine Elektricitäts-Gesellschaft АEG-Тelefunken.

AGF – იხ. Arbeitsgemeinschaft der Großforschungseinrichtungen.

Agfa / AGFA («Ⴀგფა» / «ႠႢႴႠ») – იხ. Aktiengesellschaft für Anilin-produktion.

Agfa AG («Ⴀგფა ႠႢ») – 1956 წ. ქ. Ⴊევერკუზენში დაარსებული ფოტო— და კინომასალების წარმოების უდიდესი ფირმა; 1964 წელს გაერთიანდა ბელგიურ კონცერნ « Ⴂეფერტ» -თან.

Agfa-Gevaert AG («Ⴀგფა—Ⴂეფერტ ႠႢ») – ფოტო— და კინომასალების წარმოების გერმანულ—ბელგიური კონცერნი; წარმოიშვა 1964 წ. გერმანულ ფირმა «Ⴀგფა ႠႢ» და ბელგიურ კონცერნ « Ⴂეფერტის» გაერთიანების შედეგად.

Ahlen LR («Ⴀლენ ႪႰ») – Ⴁუნდესლიგის მეორე დივიზიონის საფეხბურთო კლუბი.



Aim – მთის ალპიური საძოვარი.

Akademiker – უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლების მქონე ადამიანი.

Akademischer Beifall (აკადემიური ტაშის დაკვრა) – სდუდენტების მიერ მოხრილი თითებით მაგიდაზე კაკუნი ლექციის, პროფესორის გამოსვლის ან მეცნიერული მოხსენების მოწონების ნიშნად.

Aktiengesellschaft für Anilinpro-duktion (Agfa) («Ⴀქციონგეზელშაფტ ფიჲრ ანილინპროდუქციონ» («Ⴀგფა») – 1883 წ. დაარსებული ანილინის პროდუქციის წარმოების აქციონერული საზოგადოება; 1925—1945 წწ. «ႨႢ Ⴔარბენინდუსტრი ႠႢ» —ს შემადგენლობაში; 1956 წ. დაარსდა ხელახლად სახელწოდებით «Ⴀგფა ႠႢ».

Aktivisten der ersten Stunde («პირველი საათის აქტივისტები») – Ⴂერმანიის ოკუპაციის საბჭოთა ზონაში ნაცისტური რეჟიმის შედეგების აღმოფხვრის და ნორმალური ცხოვრების აღდგენის ინიციატორები ომის დამთავრების შემდეგ პირველ დღეებში.

Albertinum (Ⴀლბერტინუმი) – მუზეუმი ქ. Ⴃრეზდენში, რომელიც ატარებს მისი დამაარსებლის, Ⴑაქსონიის მეფის Ⴀლბერტ Ⴑაქსონელის სახელს; მუზეუმის შენობა აგებულია 1884—1887 წწ.; Ⴀხალი ოსტატების გალერეაში წარმოდგენილია 19—20 სს. ფერწერა.

Alemannia Aachen TSV («Ⴀლემანია Ⴀახენ ႲႱႴ») – Ⴁუნდესლიგის მეორე დივიზიონის საფეხბურთო კლუბი.

Alex m (Ⴀლექსი) – Ⴁერლინის მოედნის Ⴀლექსანდერპლატცის ზოგადსახმარი სახელწოდება.

Alexanderplatz, სალ. Alex (Ⴀლექსანდერპლატცი, Ⴀლექსი) – მოედანი Ⴁერლინის ცენტრში, რომელმაც მიიღო თავისი სახელწოდება 1805 წ. Ⴐუსეთის იმპერატოს Ⴀლექსანდრე I Ⴁერლინში ვიზიტის შედეგად.

Alexander-von-Humboldt-Stiftung (Ⴀლექსანდერ ფონ Ⴠუმბოლდტის ფონდი) – ფონდი, შექმნილი Ⴂერმანიაში უცხოელი მეცნიერების და გერმანელების საზღვარგარეთ ყოფნის ორგანიზაციის მიზნით, დაფინანსებული «Ⴂერმანული მეცნიერების ფონდების დამაარსებლების კავშირის» მიერ; სახელდებულია ბუნებისმეტყველ Ⴀლექსანდერ ფონ Ⴠუმბოლდტის სახელით.

Aller (Ⴀლერი) – მდინარე Ⴂერმანიაში, მდინარე Ⴅეზერის მარჯვენა შენაკადი.

Allerheiligen (Ⴗოვლადწმინდის Ⴃღე) – კათოლიკური დღესასწაული, Ⴜინაპრების ხსოვნის დღე; 1 ნოემბერი.

Allerseelen (Ⴗოვლადსულის Ⴃღე) – კათოლიკური დღესასწაული, Ⴂარდაცვლილების ხსოვნის დღე; 2 ან 3 ნოემბერი, თუ 2 ნოემბერი კვირა დღეა.



Allgäu (Ⴀლგოჲ) – მხარე Ⴁავარიის Ⴀლპებში Ⴁოდენის ტბის და მდინარე Ⴆეხს შორის; განვითარებულია სარძევე მეურნეობა, საფეიქრო მრეწველობა, ტურიზმი; ქალაქები Ⴈმენშტადტი, Ⴍბერსდორფი (სამთოკლიმატური კურორტი), Ⴆონტჰოფენი.

Allgäuer Alpen (Ⴀლგოჲს Ⴀლპები) – მთები Ⴂერმანიასა და Ⴀვსტრიაში.

Allgemeine Elektricitäts-Gesellschaft (AEG) («Ⴀლგემაჲნე ელექტრიციტეტს-გეზელშაფტ» / «Ⴄლექტრობის საყოველთაო საზოგადოება» (ႠႤႢ) – ერთერთი უმსხვილესი ელექტროტექნიკური კონცერნი, დაარსებული 1883 წ. Ⴁერლინში Ⴄმილ Ⴐატენაუს მიერ.

Allgemeine Elektricitäts-Gesell-schaft AEG-Telefunken («Ⴀლგემაჲნე ელექტრიციტეტს-გეზელშაფტ ႠႤႢ-Ⴒელეფუნკენ») – ერთერთი უმსხვილესი ელექტროტექნიკური კონცერნი (Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტი); შექმნილია 1968 წ. კონცერნების «ႠႤႢ» და «Ⴒელეფუნკენ ႢმბჀ» შეერთების შედეგად.

Allgemeine Nahrungs- und Genußmittelausstellung (ANUGA) (Ⴑამრეწველო საქონლის და გემოვნების მრეწველობის ნაწარმის საზოგადო გამოფენა (ႠႬႳႢႠ) – ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა Ⴉჲოლნში.

Allgemeiner Deutscher Nachrichtendienst (ADN) (Ⴀლგემაჲნერ დოჲჩერ ნახრიხტენდინსტ (ႠႣႬ) – 1946 წ. Ⴀღმოსავლეთ Ⴁერლინში შექმნილი საინფორმაციო სააგენტო; 1990 წ. Ⴂერმანიის გაერთიანების შემდეგ მას შეუერთდა ႢႴႰ «Ⴃოჲჩერ დეპეშენ—დინსტ».

Allgemeiner Studentenausschuss (ASTA) (საერთო სტუდენტური კომიტეტი) – Ⴂერმანიის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმართველობის აღმასრულებელი ორგანო.

Alliierter Kontrollrat für Deutschland (Ⴑაკონტროლო საბჭო Ⴂერმანიაში) – უმაღლესი საკონტროლო ორგანო Ⴂერმანიისს საოკუპაციო ზონებში მის უპირობო კაპიტულჲაციის შემდეგ; შექმნილია Ⴁერლინში Ⴢალტის კონფერენციის გადაწყვეტილების თანახმად; შეწყვიტა მოქმედება 1948 წ. 20 მარტს.

Allianz Arena (Ⴀლიანც—Ⴀრენა) – საფეხბურთო კლუბ «Ⴁაჲერნ Ⴋჲუნხენის» სტადიონი. Ⴀშენებულია 2008 წ.

Alpen (Ⴀლპები) – სამთო სისტემა Ⴃასავლეთ Ⴄვროპაში (Ⴘვეჲცარია, Ⴀვსტრია, Ⴂერმანია, Ⴈტალია).

Alpenvortand (Ⴀლპებისწინი) – ქედები, რომლებიც გარს ერტყმის Ⴀლპების მთის მასივებს (Ⴘვეჲცარია, Ⴀვსტრია, Ⴂერმანია).

Alpha-Jet («Ⴀლფა—ჯეტი») – ბუნდესვერის შეიარაღებაში მყოფი ტაქტიკური მხარდაჭერის თვითმფრინავის სახელწოდება; საავიაციო კონცერნ «Ⴃორნჲე ႢმბჀ» —ს წარმოება.

Alte Fritz (Ⴁებერი Ⴔრიცი) – Ⴎრუსიის მეფის Ⴔრიდრიხ II მეტსახელი.



Alte Mainbrucke (Ⴛველი ხიდი Ⴋაჲნზე) – ქ. Ⴅჲურცბურგის ერთერთი ყველაზე ძველი ხიდი, რომელიც აერთებს ციხესიმაგრეს ქალაქის ცანტრთან; აშენებულია 8 ს., თანამედროვე სახე კი მიიღო 18—19 სს.; ხიდის გასწვრივ დგას წმინდანების ქანდაკებები ბაროკოს სტილში.

Altenburg (Ⴀლტენბურგი) – ქალაქი Ⴒჲურინგიაში; 48 ათასი მაცხოვრებელი; ცნობილია სათამაშო კარტების წარმოებით და მათი Ⴋუზეუმით.

Alte Ореr («Ⴛველი ოპერა») – თეატრი Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში; შენობა ნეორენესანსის სტილში; ამჟამად მასში ტარდება კონგრესები.

Alte Pinakothek (Ⴛველი Ⴎინაკოთეკა) – მხატვრული მუზეუმი Ⴋჲუნხენში; შენობა ვენეციური რენესანსის სტილში აშენებულია არქიტექტორ Ⴊეო ფონ Ⴉლენცის პროექტით; მასში ინახება 1400 მხატვრის 9000 სურათი, შაქმნილი მე—18 საუკუნემდე; მათ შორის არის Ⴊეონარდო და Ⴅინჩის «Ⴋადონა ჩვილით», Ⴀლბრეხტ Ⴀლტდორფერის «Ⴀლექსანდრე Ⴋაკედონელის ბრძოლა Ⴃარიოსთან», იტალიელი ოსტატების ტილოები.

Alter Gottfried (ბებერი Ⴂოტფრიდი) – ხალათი ან სახლის კაბა სტუდენტურ ჟარგონზე.

Altes Museum (Ⴛველი მუზეუმი) – შენობა Ⴁერლინში «Ⴋუზეუმების კუნძულზე» (Museumsinsel), აშენებული 1825—1830 წწ. არქიტექტორ Ⴉ. Ⴔ. Ⴘინკელის პროექტით და აღდგენილი 1966 წ.; მასში განთავსებულია Ⴄროვნული გალერეა.

Altes Rathaus («Ⴀლტეს Ⴐატჰაუსი») – ძველი რატუშა, ქ. Ⴊაჲფციგის ხუროთმოძღვრების ძეგლი.

Altes Residenztheater («Ⴀლტეს რეზიდენცტეატერ») – თეატრი Ⴋჲუნხენში სხვადასხვაგვარი რეპერტუარით; მასში იმართება კამერული მუსიკის კონცერტები.

Altmark (Ⴀლტმარკი) – გეოგრაფიული წერტილი Ⴑაქსონია—Ⴀნჰალტის მხარეში.

Altstadt (ალტშტადტი) – ქალაქის ძველი ნაწილის სახელწოდება.

Altstadthofbühne («Ⴀლტშტადტჰოფბჲუნე») – თეატრი Ⴌჲურნბერგში სხვადასხვაგვარი პროგპრამებით: კაბარე და კომედია, პანთომიმა და როკ მუსიკის კონცერტები.

Ami m («ამი») – ამერიკელების ხუმრობით—უპატივცემულო სახელწოდება მეორე მსოფლიო ომის და მას შემდეგ პერიოდში.

Amiga-Platte (ფირფიტა «Ⴀმიგა») – სერიიდან «საესტრადო მუსიკა» ყოფილ ႢႣႰში.

Ammersee (Ⴀმერის ტბა) – ტბა Ⴁავარიაში.

Amrum (Ⴀმრუმი) – კუნძული Ⴂერმანიაში, ერთერთი Ⴙრდილო—Ⴔრიზული კუნძულებიდან.

Amt Blank (Ⴁლანკის უწყება) – 1950 წ-ან ამზადებდა ბუნდესვერის შექმნას ႢႴႰ; 1955 წ. გარდაიქმნა Ⴇავდაცვის სამინისტროდ; ატარებდა მისი ხელმძღვანელის, ბუნდესტაგის დეპუტატის Ⴒ. Ⴁლანკის სახელს.

Amtsgehilfe (ამტსგეჰილფე) – დაბალჩინოსნების ერთერთი კატეგორია Ⴂერმანიში.

Amtsgericht – დაბალი ინსტანციის ადმინისტრაციული სასამართლო.

Amtsmeister m (ამტსმაჲტერი) – დაბალჩინოსნების ერთერთი კატეგორია Ⴂერმანიში.

Andachtsbild (Ⴀნდახტსბილდი) – Ⴑახარების სჲუჟეტზე შექმნილი სურათი ან ქანდაკება, რომელიც ჰქმნის სამლოცველო განწყობას.

Andreasfest (Ⴜმინდა Ⴀნდრეასის დღესასწაული) – რელიგიური და სახალხო დღესასწაული; კართოფილის მოსავლის აღების ბოლო დღე (30 ნოემბერი).

Ansbach 09 SpVgg («Ⴀნსბახ 09 ႱპႴგგ») – საფერბურთო კლუბი; დაარსებულია 1909 წ.

Antikensammlungen (Ⴀნტიკური კოლექციები Ⴋჲუნხენში) – ბერძნული ლარნაკები, ანტიკური ქანდაკება, ოქროს სამკაულები, მინა, ეტრუსკების ხელოვნება.

Anhalt (Ⴀნჰალტი) – 1. ადგილის ისტორიული სახელწოდება Ⴑაქსონია—Ⴀნჰალტის მხარეში; 2. ფედერალურ მხარე Ⴑაქსონია—Ⴀნჰალტის ნაწილი.

Anhalter: per Anhalter reisen («ხელის აწევა») – მგზავრობა თანმიმავალი მანქანით; ასოციაციით უკავშირდება Ⴁერლინის ყოფილი Ⴀნჰალტის სადგურის სახელწოდებას.

Antifaschistischer Schutzwall (ანტიფაშისტური დამცველი ჯებირი) – 1961 წლის 13 აგვისტოს Ⴃასავლეთ Ⴁერლინსა და ყოფილ ႢႣႰ დედაქალაქს შორის აგებული ბეტონის კედლის პროპაგანდისტული სახელწოდება; ყოფდა ქალაქს ორ ნაწილად; დაეცა 1989 წ. შემოდგომაზე.

Antifaschulen (ანტიფაშისტური სკოლები) – გერმანელი ოფიცრების და ჯარისკაცების ხელახალი აღზრდის პოლიტიკური სკოლები სამხედრო ტყვეების საბჭოთა ბანაკებში, შექმნილი მე—2 Ⴋსოფლიო ომის და ომის შემდგმომ პერიოდში.

ANUGA (ႠႬႳႢႠ) – იხ. Аllgemeine Nahrungs- und Genufimittelausstellung.

Apfelhexe – გახეხილი ვაშლი ათქვეფილი ნაღებით.

Apolda (Ⴀპოლდა) – ქალაქი Ⴒჲურინგიის მხარეში; 26 000 მაცხოვრებელი; ცნობილია ნაქსოვი ნაწარმის წარმოებით და აგრეთვე ზარების სარეწით, რისთვისაც მიიღო სახელწოდება «Glockenstadt Apolda».

Apotheke – აფთიაქი.

Aral AG («Ⴀრალ ႠႢ») – ბენზინის და ნავთობპროდუქტების გასაღების კომპანია; დაარსებულია 1924 წ. ქ. Ⴁოხუმში.

Arbeiterjugend («Ⴀრბაჲტერჲუგენდ») – ჟურნალი, Ⴂერმანიის სოციალისტური ახალგაზრდობის «Ⴘევარდნების» ბეჭდვითი ორგანო.

Arbeiter-Samariter Bund (ASB) (Ⴋუშათა სამარიტული კავშირი) – მუშების საქველმოქმედო ორგანიზაცია; სახელწოდება წარმოიშვა ბიბლიური სამარიტელებისგან, რომლებიც გამოირჩეოდნენ დიდი გულმოწყალეობით.

Arbeiterwohlfahrt (AWO) (Ⴋუშათა საქველმოქმედო საზოგადოება) – მუშების საქველმოქმედო ორგანიზაცია Ⴂერმანიაში, დაარსებული 1918 წ.

Arbeitsamt (შრომის ბირჟა) – სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს შუამავლობით ოპერაციებს შრომის ბაზარზე.

Arbeitsgemeinschaft der Evangelischen Jugend Deutschlands (Ⴂერმანიის ევანგელიკური ახალგაზრდობის გაერთიანება) – ევანგელიკური ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც შედის Ⴂერმანული ახალგაზრდების ორგანიზაციების ფედერალურ გაერთიანებაში.

Arbeitsgemeinschaft der Großforschungseinrichtungen (AGF) (Ⴂრძელვადიანი მეცნიერული კვლევების გაერთიანება) – ორგანიზაცია, რომელიც უწევს კოორდინაციას 13 მეცნიერული ცენტრის საქმიანობას.

Arbeitegemeinschaft der Rundfunkanstehen Deutschlands (ARD) (Ⴂერმანიის რადიომაუწყებლობის სტუდიების სამუშაო გაერთიანება) – ტელე— და რადიომაუწყებლობის სამხარეო სტუდიების საკოორდინაციო ორგანო; ხშირად უძახიან «Ⴂერმანულ ტელევიზიას» ან «Ⴎირველ პროგრამას».

Arbeitsgemeinschaft selbstandiger Unternehmer (ASU) (Ⴃამოუკიდებელი მეწარმეების გაერთიანება) – თავისთავადი მეწარმეების კავშირი, დაარსებული 1949 წ. Ⴁონში წარმოების და ვაჭრობის ლიბერალიზაციის ხელშესაწყობად; აერთიანებს 5500 წევრს.

Arbeitsgericht (შრომის დავის სასამართლო) – 1. შრომის დავის სასამართლოების განზოგადებული სახელწოდება; 2. შრომის დავის დაბალი ინსტანციის სასამართლო.

ARD (შემოკ. Arbeitsgemeinschaft der offentlichrechtlichen Rundfunkanstalten Deutschlands) ႠႰႣ (Ⴂერმანიის საჯარო—უფლებრივი ტელერადიოსადგურების სამუშაო გაერთიანება) – Ⴎირველი გერმანული ტელევიზია; Ⴂერმანიის ტელევიზიის ერთერთი პროგრამის სახედწოდება; გაერთიანებაში ურთიერთმოქმედებენ სამხარეო სტუდიები; ႠႰႣ მიიღება Ⴂერმანიის მთელ ტერიტორიაზე.

Arena AufSchalke («Ⴀრენა ႠუფႸალკე») – Ⴁუნდესლიგის უმაღლესი დივიზიონის გუნდის «Ⴘალკე 04» საფეხბურთო სტადიონი.

Arkona (Ⴀრკონა) – კონცხი კუნძულ Ⴐჲუგენის ჩრდილოეთში.

Arme Ritter («ღარიბი რაინდი») – რძეში ამოვლებული, შემწვარი, შაქრის ფხვნილით და დარიჩინით მოყრილი თეთრი პურის ნაჭრეები.

Armenhaus Sachsens (Ⴑაქსონიის ღარიბების თავშესაფარი) – ქ. Ⴞემნიცის ხატოვანი სახელწოდება, რომელშიც აისახა მე—19 ს. საფეიქრო ფაბრიკების მუშების გაჭირვებული მდგომარეობა.

Arminia Bielefeld DSC




На этой странице вы можете прочитать онлайн книгу «Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი», автора Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Данная книга имеет возрастное ограничение 12+, относится к жанру «Прочая образовательная литература».. Книга «Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი» была издана в 2017 году. Приятного чтения!